Kettari Academy-ის მასტერკლასების სერია, ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში გრძელდება 🎓
პირველ თებერვალს ქუთაისში, ხოლო 2 თებერვალს ბათუმში, გაიმართება მასტერკლასი, სახელწოდებით “შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში”.
მასტერკლასს გაუძღვება ფონდის განვითარების დირექტორი, პროდიუსერი და კრეატიული ინდუსტრიის ექსპერტი - სერგი გვარჯალაძე
მასტერკლასის მიზანია, დამსწრეებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ციფრული მუსიკალური მარკეტინგის პრინციპებსა და მის პრაქტიკულ მხარეებზე. შეისწავლიან, ეფექტურად როგორ გაყიდონ თავიანთი მუსიკა ონლაინ და როგორ მიიზიდინონ აუდიტორია სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით. Მასტერკლასის შემდეგ, ინტერაქცია გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
დასწრება უფასოა
📍ქუთაისი
თარიღი: 01.02.2023 დაწყების დრო: 17:00
მისამართი: ქუთაისი, Best Western Kutiaisi, გრიშაშვილის #11
📍ბათუმი - თარიღი: 02.02.2023 დაწყების დრო 17:00 მისამართი: ბათუმი, Colosseum Marina Hotel, ხიმშიაშვილის #16